მეორე წრე დასრულდა: გორელთა ფრე ფოთელებთან

News

მეორე წრე დასრულდა: გორელთა ფრე ფოთელებთან

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-18 ტური, ანუ მეორე წრე დასრულდა. ლიდერმა გორის დილამ შინ 1:1 ითამაშა ფოთის კოლხეთი 1913-თან და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. 

დილა 1:1 კოლხეთი 1913 

გორელები სწრაფი გოლით დაწინაურდნენ, კერძოდ, ტაირელ ვაუტერის პასით აბუბაქარ კონტემ ახლოდან გაიტანა. 

დილამ 52-ე წუთზე კიდევ ერთი უპირატესობა მიიღო: ფოთელებს უხეშობისთვის გაუძევეს არჩილ დათუაშვილი. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ დილა მორიგ სამ ქულას მოიპოვებდა და ექვსქულიან ფორას შეიქმნიდა, მაგრამ ბოლო წუთებში სტუმრებმა გაათანაბრეს.

დილას ფეხბურთლმა რომარიკ ეტოუმ კოლხეთი 1913-ის შემტევი გიორგი მელქაძე ზედ საჯარიმოს მისადგომებთან წააქცია. ეტოუ გააძევეს, საჯარიმო დარტყმა კი შეცვლაზე იმწუთს შესულმა გიორგი ახალაძემ შეასრულა და 1:1. ახალაძემ ამ სეზონში დინამო ბათუმსაც დააკარგვინა ქულები ბოლო წუთებზე გატანილით, ამჯერად კი - დილასაც.

ისიც აღსანიშნავია, რომ არბიტრმა კოტე გიორგაძემ ორივე შემთხვევაში წითელი ბარათი VAR-ზე გადამოწმების შემდეგ ამოიღო.

გორელებს 15-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და 4 ქულით უსწრებენ მეორეადგილოსან ტორპედოს, კოლხეთი 1913-მა კი მეორე წრე მეექვსე ადგილზე დაასრულა.