დილამ ბათუმში მოიგო; ფოთელებმა თბილისის დინამოელებთან ფრე ითამაშეს

News

დილამ ბათუმში მოიგო; ფოთელებმა თბილისის დინამოელებთან ფრე ითამაშეს

კრისტალბეთ ეროვნული ლიგში მე-17 ტური დაიწყო. ორი მატჩი ვნახეთ: გორის დილამ დინამო ბათუმს სტუმრად 2:0 სძლია და ლიდერობა გაიმყარა, ხოლო ფოთის კოლხეთი 1913-მა დინამო თბილისთან 2:2 ითამაშა. ეს გუნდები ცხრილის შუაში არიან.

დინამო ბთ 0:2 დილა 

გორის დილამ ნიდერლანდელი ტაირელ ვაუტერის დუბლით სძლია მოქმედ ჩემპიონს. გოლები მეორე ტაიმში, შვიდწუთაინ მონაკვეთში გავიდა.

ვაუტერმა ჯერ კლასიკური კომბინაციის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან გაიტანა. ეს იბრაჰიმა დრამეს პასის შემდეგ... მეორე გოლს რაც შეეხება, ვაურტერმა ჟოაუ ნობრეგას გამოზომილ გადაცემას მიაყოლა ეფექტური დარტყმა - 0:2.

ვაუტერს 9 გოლი მოუგროვდა და ტორპედოელ ბიორნ იონსენს დაეწია. ეს ორნი არიან პირველ-მეორეზე მიმდინარე სეზონის საუკეთესო ბომბარდირებში.

დილა ლიდერია. ბათუმელები მესამეზე არიან და გორელებს უკვე 8 ქულით ჩამორჩებიან.

კოლხეთი 1913 2:2 დინამო თბ 

დინამოელები გვატემალელი ოსკარ სანტისის სწრაფი გოლით დაწინაურდნენ. სანტისმა მინდორზე დაუშვებლად, ერთი შეხებით დაარტყა მცველებისგან მოგერიებულ ბურთს...

პირველივე ტაიმში ფოთელებმა გიორგი ხარებავას გოლით გაათანაბრეს. ახალგაზრდა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებიდან შესძლო კარის აღება. ეს მისი მესამე გოლია მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და სამივე ბოლო ხუთ ტურში...

65-ე წუთზე გიორგი მელქაძემ შორიდან შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მასპინძლები წინ გაიყვანა - 2:1. მელქაძემ ბოლო სამ შეხვედრაში ოთხჯერ გაიტანა. ეს 4 გოლი აქვს სეზონში.

და მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გაათანაბრეს თბილისელებმა. საბა ხარებშვილმა ჩააწოდა, ნოდარ ლომინაძემ თავით ითამაშა, მეკარემ კარი დაკარგა და გიორგი მოისწრაფიშვილმა ცარიელ კარში გაიტანა - 2:2. ეს მოისწრაფიშვილის პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. სხვათა შორის, გოლი არ აღნიშნა, რადგან ფოთელია...