ტური 10: დილამ გაგრას მოუგო

News

ტური 10: დილამ გაგრას მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. გორის დილამ მინიმალური სხვაობით მოუგო აუტსაიდერ გაგრას და მეორე ადგილზე გადავიდა.

გაგრა 0:1 დილა

ერთადერთი გოლი ანგოლურ-სენეგალურ-ქართული კომბინაციით გავიდა. ანტონიო ლოპესმა მარჯვნივ გააყოლა ბურთი იბრაჰიმა დრამეს, რომლის გასწვრივ პასსაც მოჰყვა შოთა შეყილაძის ზუსტი დარტყმა.

ეს გოლი 39-ე წუთზე გავიდა. შეყილაძემ მეოთხე გოლი გაიტანა მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

მომენტები კიდევ იყო, ბოლო წუთებზე კი არბიტრმა - ბაკურ ნინუამ პენალტი დანიშნა დილას კარში, თუმცა VAR-ზე გადამოწმების მერე გააუქმა. საბოლოოდ 0:1.

დილა მეორე საფეხურზეა და მხოლოდ 5 გოლი აქვს გაშვებული (ყველაზე ცოტა მიმდინარე სეზონში). გაგრას რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხედ წააგეს.