მეშვიდე ტური დაიწყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში. ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა იბერია 1999-მა ფოთის კოლხეთს 2:1 სძლია.
თბილისის იბერია 1999-მა 2:1 მოუგო ფოთელებს. სტუმართაგან ორივე გოლი აფრიკელებმა გაიტანეს.
პირველი ტაიმის ბოლო წუთებში გაბონელმა შემტევმა ფლორის ჯავიმ გამოზომილი დაბალი დარტყმით მიითვალა სადებიუტო გოლი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგში - 0:1.
ზედ შესვენების წინ კი კოლხეთი 1913 ათი კაცით დარჩა, რადგან საბა ფირანაშვილი გააძევე მეორე ყვითელი ბარათის გამო.
მიუხედავად კაცნაკლულობისა, ფოთელებმა საკმაოდ იბრძოლეს და 50-ე წუთზე დავით ზურაბიანმა გაათანაბრა ანგარიში. ზურაბიანისთვისაც პირველი გოლია ჯრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.
იბერიელებმა მაინც მოახერხეს გამარჯვება. გიორგი კოხრეიძის ჩაწოდებულს მალელმა შეიკნე სილამ მიაყოლა თავური და 1:2.
იბერია 1999 ამ მომენტისთვის ლიდერია, თუმცა ტურში ოთხი მატცი ჯერ ჩასატარებელია. ფოთელები კი ცხრილის შუაში დარჩნენ.