გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო მატჩი და გორის დილამ შინ 2:0 სძლია გაგრას. ტურში ყველა მასპინძელმა გაიმარჯვა: დინამო ბათუმმა, იბერია 1999-მა, დინამო თბილისმა, ტორპედომ და დილამაც.
გორის თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე დილამ სამი ქულა აიღო. ორივე გოლი ნიდერლანდელმა შემტევებმა გაიტანეს: ჯერ ტაირელ ვაუტერმა მიმართულება შეუცვალა ზურაბ რუხაძის პასს და ტურის ყველაზე სწრაფი გოლიც სწორედ ეს იყო: მე-2 წუთზე...
ტაიმის ბოლოს კი ნიკა გაგნიძის კარგ გადაცემას მოჰყვა კიფონ ლაიდსმანის არანაკლები შესრულება. ორივე ნიდერლანდელისთვის სადებიუტო მატჩი იყო კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და გოლებითაც აღნიშნეს.
დილაც და გაგრაც საკმაოდ შეცვლილი შემადგენლობით შეხვდნენ ახალ სეზონს.
იმერულ დერბიში ქუთაისის ტორპედომ 4:1 მოუგო სამტრედიას. საწყის რვა წუთში ორი გოლი იყო გასული, კერძოდ ორივე საჯარიმოში არეულობისას გავიდა. ჯერ სამტრედიელთა არგენტინელმა ლეგიონერმა ერიკ ბარიოსმა გაიტანა ავტოგოლი, მერე კი ნორვეგიელმა ბიორნ იონსენმა ტორპედოში სადებიუტო გოლი მიითვალა,
პირველივე ტაიმში გიორგი არაბიძემ პენალტი გამოიყენა და ანგარიში 3:0 გახდა. მეორე ნახევრის შუაში კი ორი გოლი კიდევ გავიდა,ჯერ იონსენმა დუბლი მიითვალა, მერე კი სამტრედიელთა შემტევმა ომრან ჰაიდარმა პენალტით შეამცირა სხვაობა და 4:1. ახლა ჰაიდარი შარშან სწორედ ტორპედოში იყო და ახლა სამტრედიაშია.
დინამოელებმა ჰანდიკაპით მოუგეს წყალტუბოს სამგურალს, გოლები კი პირველ ტაიმში გავიდა, ჯერ ფრანგმა დომინიკ საიმონმა გატანა თავურით, მერე კი ნიკა სიხარულაშვილმა ახლოდან ზუსტი დარტყმით 2:0 გახადა ანგარიში.
საიმონისთვისაც და 20 წლის სიხარულიშვილისთვისაც სადებიუტო გოლები იყო ეროვნულ ლიგა 2-ში, ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მოგებით იწყებს ახალ სეზონს.
შოთა ნონიკაშვილის თავურით გატანილი გოლი გადამწყვეტი გამოდგა. იბერია 1999-მა 1:0 მოუგო თელავს და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გამარჯვებით დაიწყო. ნონიკაშვილმა კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს თავი შეაგება - 1:0.
ეს გოლი ტაიმის ბოლო წუთებზე გავიდა, ზედ შესვენების წინ კი თელავის ფეხბურთელი დავით გოგოტიშვილი ბოლო იმედის ჯარიმის გამო გააძევეს.
საბოლოოდ, საბურთალომ ბოლომდე მიიყვანა საქმე და სამი ქულა მოიპოვა.