გაგრამ 1:0 მოუგო ქობულეთის შუქურას. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში...
გაგრამ ზურაბ მუსელიანის გატანილი პენალტით სძლია აუტსაიდერს. მსაჯმა გიორგი ვარდიძემ VAR-ზე გადამოწმების მერე დანიშნა ბურთი: შუქურას ნახევარმცველ საბა ჯინჭარაძეს ხელზე მოხვდა ბურთი.
მუსელიანს მიმდინარე სეზონში 8 გოლი მოუგროვდა, აქედან ნახევარი შუქურას კარში გაიტანა. ზურაბი შარშან სწორედ ქობულეთის გუნდში თამაშობდა.
სხვათა შორის, გაგრამ 6 ივნისის შემდეგ პირველად გაიმარჯვა. სულ ხუთი მოგება აქვს და აქედან სამი - შუქურასთან.