დინამო ბათუმმა მოიგო და 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს

News

დინამო ბათუმმა მოიგო და 7-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს

ლიდერმა დინამო ბათუმმა გორის დილას სტუმრად 3:1 მოუგო. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურიდან გადადებულ მატჩში...

დილა 1:3 დინამო ბთ

გორის დილას ზედიზედ ოთხი მოუგებელი მატჩი მოუგროვდა და მეხუთე ადგილზეა. ბათუმელები კი ლიდერობენ და მეორეზე მყოფ დინამო თბილისს შვიდი ქულით უსწრებენ.

ანდრი დემჩენკო ჯერ კიდევ აგვისტოში დილას მწვრთნელი იყო და ამჯერად მეტოქე გუნდის თავკაცის რანგში ჩავიდა.

დინამო ბათუმმა სწრაფი გოლი გაიტანა, კერძოდ, გიორგი წიტაიშვილმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა - 0:1.

მე-14 წუთზე ლევან ხარაბაძემ თავურით გაზარდა სხვაობა... მეორე ტაიმში კი კონტრშეტევისას წიტაიშვილმა გამოზომილი პასი მისცა პაატა ღუდუშაურს და მანაც კარგად შეასრულა დარტყმა - 0:3.

დილას მეორე მახევრის შუაში შეეძლო სხვაობის შემცირება, მაგრამ მიკოლა კოვტალიუკმა პენალტი ვერ გაიტანა. როინ კვასხვაძემ აუღო ბურთი. მალევე, ბათუმელებს ვიტინიო გაუძევეს მეორე ყვითელი ბარათის გამო...

მე-80 წუთზე დილამ მაინც გაიტანა: მიშიკო სარდალიშვილმა ისარგებლა არეულობით და 1:3.