25-ე ტური: სამგურალმა და სამტრედიამ მოიგეს

News

25-ე ტური: სამგურალმა და სამტრედიამ მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურის დარჩენილი ორი მატჩი. ორივეში მასპინძლებმა მოიგეს: სამგურალმა საბურთალოს 1:0 სძლია, ხოლო სამტრედიამ შუქურას 4:2 აჯობა. საინტერესოა, სამტრედიელთა სამი ფეხბურთელისთვის ეს სადებიუტო გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

სამტრედია 4:2 შუქურა 

სამტრედია ორჯერ იგებდა და აუტსაიდერმა შუქურამ ორჯერ გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ იმერულმა გუნდმა მაინც მოახერხა გამარჯვება - 4:2.

საწყის ექვს წუთში ორი გოლი გავიდა. ჯერ დავით უბილავამ გადმოგდებულ ბურთს ეღთი შეხებით დარტყმა მიაყოლა და ანგარიში გახსნა; მალევე შუქურას ფორვარდმა დავით მუჯირმა ეფექტური თავურით გაიტანა. ეს მუჯირის მეშვიდე გოლია მიმდინარე სეზონში...

მეორე ნახევრის დასაწყისში სამტრედია ალექსანდარ მიშოვის ცაციით გატანილით გავიდა წინ. 64-ე წუთზე კი მუჯირის პასს მოჰყვა გიორგი გოგოლაშვილის ზუსტი დარტყმა და 2:2.

გადამწყვეტი გამოდგა მე-80 წუთი და ზვიად ნაჭყებიას გოლი. სამტრედიელთა გარემარბმა საჯარიმო კარგად შეასრულა და სამტრედია მესამედ გავიდა წინ... მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კი იმერული გუნდის ფორვარდმა რევაზ ინჯგიამ კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე და 4:2 გახადა ანგარიში.

ეს სამტრედიელთა პირველი საშინაო გამარჯვებაა პირველი ტურის მერე.

და ერთი საინტერესოც: უბილავამ, მიშოვმა და ინჯგიამაც მიმდინარე კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანეს.

სამგურალი 1:0 საბურთალო 

წყალტუბოს სამგურალმა ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ბენინელმა შარბელ გომეზმა საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით გაიტანა. ეს 36-ე წუთზე მოხდა.

საბურთალო მესამე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოელები მეოთხეზე არიან. მათ შორის სხვაობა სამი ქულაა.

ამ გუნდების წლევანდელი დაპირისპირებები: პირველ წრეში სამგურალმა 2:1 იმარჯვა, მეორეში კი საბურთალომ 5:1 სძლია წყალტუბოელებს...