თელავმა იმერეთში კვლავ მოიგო

News

თელავმა იმერეთში კვლავ მოიგო

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ერთი მატჩი. თელავმა სტუმრად 1:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს. ეს კახეთის გუნდის ზედიზედ მეორე გასვლითი გამარჯვებაა. 

სამგურალი 0:1 თელავი 

საინტერესოა, რომ შარშან თელავს გიორგი ჭელიძე წვრთნიდა, ხოლო სამგურალს - გიორგი მიქაძე. ახლა კი პირიქით, მიქაძე კახეთის გუნდს თავკაცობს, ჭელიძე კი იმერულს. 

მატჩის ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გავიდა. ირაკლი რუხაძის კარგ გარღვევასა და პასს მოჰყვა მირიან ჯიქიას ზუსტი თავური - 0:1. ეს ჯიქიას პირველი გოლია მიმდინარე სეზონში. 

სამგურალი მესამე ადგილზე რჩება, თუმცა მეოთხეზე და მეხუთეზე მყოფ დინამო თბილისსა და გორის დილას ორი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და 4 ქულით ჩამორჩებიან წყალტუბოელებს. 

თელავი მერვე ადგილზეა. წინა ტურში მიქაძის გაწვრთნილებმა სტუმრად სამტრედიას სძლიეს (2:0), ახლა კი სამგურალსაც აჯობეს. ანუ ორივეჯერ იმერეთში იმარჯვეს.