გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ერთი გადადებული მატჩი: გორის დილამ 3:2 მოუგო ქობულეთის შუქურას.
დილას ბარბადოსელმა შემტევმა ტიერი გეილმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასიც მიითვალა. გეილს უკვე მე-20 წუთზე ჰქონდა დუბლი შესრულებული და პირველი ტაიმი 0:2 დასრულდა.
მეორე ნახევარი დაიწყო და მალევე შეცვლაზე შესულმა დავით მუჯირმა თავურით შეამცირა სხვაობა - 1:2.
67-ე წუთზე გეილი მარცხნიდან შეიჭრა და კარგი პასიც გააკეთა, რომარიკ ეტოუმ კი ზუსტად დაარტყა.
ბოლოს შუქურამ კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა: ბანტუ მზვაკალმა ლევან ქურდაძესთან კედელი გაითამაშა და ტექნიკური დარტყმით გაიტანა. საბოლოოდ, 2:3.
დილა მეხუთე ადგილზეა, შუქურა კი - მეცხრეზე. ქობულეთელებმა ბოლოს მეშვიდე ტურში მოიგეს, სამტრედიასთან.