იმერული დერბი ფრედ დასრულდა

News

იმერული დერბი ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტური იმერული დერბით დასრულდა. წყალტუბოს სამგურალმა და ქუთაისის ტორპედომ 0:0 ითამაშეს.

სამგურალი 0:0 ტორპედო 

ზესტაფონში გამართული მატჩი უგოლოდ დასრულდა. ბევრი საგოლე მომენტიც არ შექმნილა  და მთლიანობაში, ფრე ლოგიკური შედეგი იყო.

მატჩში მოქმედებდა ვიდეორეფერის სისტემა (VAR).

ტორპედო მესამე ადგილზეა, ხოლო სამგურალი - მეოთხეზე. ქუთაისის გუნდს განვლილ 5 ტურში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული. საინტერესოა, რომ ეს ტორპედოსთვის მესამე 0:0-ია სეზონში.