ტური დასრულდა: დინამო თბილისმა სამგურალს მოუგო

News

ტური დასრულდა: დინამო თბილისმა სამგურალს მოუგო

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა დინამო თბილისმა 2:0 მოუგო წყალტუბოს სამგურალს და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს...

დინამო თბ 2:0 სამგურალი 

გორში გამართულ შეხვედრაში 69-ე წუთამდე 0:0 იყო, მერე კი დინამო თბილისმა ორი უპასუხო გოლი გაუტანა სამგურალს.

პირველი ბურთი გიორგი მოისწრაფიშვილმა მიითვალა პენალტით, ბოლოს კი მოისწრაფიშვილის ლამაზი პასის მერე გიორგი ხარაიშვილმა გაიტანა. ხარაიშვილს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გოლი ბოლოს 2017 წელს ჰქონდა გატანილი: მაშინ საბურთალოში იყო, მერე კი გიოტებორგსა და ფერენცვაროშში ითამაშა.  

მატჩში მოქმედებდა VAR-ის სისტემა და პენალტი სწორედ მას მერე დაინიშნა, რაც მომენტი გადამოწმდა: დინამოელი დავით სხირტლაძის წინააღმდეგ საჯარიმოში დაირღვა წესი.