მესამე ტური: რვაგოლიანი თამაშიც ვნახეთ

News

მესამე ტური: რვაგოლიანი თამაშიც ვნახეთ

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური. ერთი რვაგოლიანი მატჩიც გამოერია, რომელშიც დინამო თბილისმა გაგრას 5:3 მოუგო და ქულათა მაქსიმუმით ლიდერობს. თუმცა რა თქმა უნდა, ჯერ პირობითია ლიდერ-აუტსაიდერი...

გაგრა 3:5 დინამო თბ 

დინამო თბილისს 3 ტურში უკვე 11 გოლი მოუგროვდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 5:3 მოუგო გაგრას. დინამოელები ულად-ომარ იმრანმა დააწინაურა ძლიერი დარტყმით. ტაიმის ბოლოს ბრაზილიელმა მათეუს მარკონდელემ გაათანაბრა, მაგრამ მალევე უსმანე კამარამ ისევ წინ გაიყვანა დინამო.

მეორე ტაიმის საწყის 10 წუთში ჩემპიონმა სამი გოლი გაიტანა. ზორან მარუშიჩმა, გაბრიელ სიგუამ და ისევ უსმანე კამარამ. საინტერესოა, რომ 17 წლის სიგუამ ზედიზედ მეორე თამაშში მიითვალა გოლი.

შემდეგ კი გაგრამ გამოასწორა თამაში და გამოცდილმა თემურ შონიამ ორი ლამაზი გოლი გაიტანა.  

სამგურალი 1:0 თელავი 

წყალტუბოელებმა ნიკა კალანდარიშვილის გოლით მოუგეს თელაველებს - 1:0.

სამგურალს 6 ქულა აქვს, თელაველებს კი ერთი ქულა დარჩათ და ჯერ გოლი არ გაუტანიათ.

საბურთალო 2:1 შუქურა 

ომარ თეთრაძემ საქართველოში მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი მოიგო.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა: საბურთალო ლუკა სილაგაძემ დააწინაურა საჯარიმოს გარედან დარტყმით. საპასუხო ბურთი გიორგი ჯანელიძემ გაიტანა, ხოლო 32-ე წუთზე ირაკლი სიხარულიძემ ახლოდან დასწრებაზე ითამაშა კარგად და 2:1.  

შუქურას სამივე შეხვედრა 2:1 დასრულდა: ორი წააგეს, ერთი მოიგეს...

სამტრედია 0:2 ტორპედო 

ქუთაისელებმა ორივე გოლი სტანდარტულების მერე გაიტანეს, ორივეჯერ მარჯვენა ფლანგიდან.

33-ე წუთზე გიორგი არაბიძემ გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის შუაში კი ნიკა კაჭარავამ ახლოდან დასწრებაზე. ეს კაჭარავას პირველი გოლია კრისტალბეთ ერვნულ ლიგაში 2015 წლის შემდეგ. თითქმის რვა წელი უცხოეთში თამაშობდა.

ტორპედოს გოლი ჯერ არ გაუშვია. რაც შეეხება სამტრედიას, პირველი მოგების მერე ზედიზედ ორჯერ წააგეს და ჯამში 6 გოლი გაუშვეს.

დილა 1:1 დინამო ბთ

გორში გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მასპინძლებიდან ბარბადოსე

ლმა შემტევმა ტიერი გეილმა გაიტანა... დილას ჯერჯერობით ორი გოლი აქვს და ორივე გეილს.

74-ე წუთზე კი დინამო ბათუმის ნახევარმცველმა ვლადიმერ მამუჩაშვილმა შორიდან ლამაზი დარტყმით გაათანაბრა.

დილას სამ ტურში ჯერ არ გაუმარჯვია, ხოლო დინამო ბათუმი 7 ქულით მეორე ადგილზეა.