კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება, კალენდარიც ცნობილია

News

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 25 თებერვალს დაიწყება, კალენდარიც ცნობილია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2023 წლის სეზონის დაწყებამდე თვეზე ნაკლები დარჩა. უმაღლესი ლიგა 25 თებერვალს დაიწყება. უმაღლესში დაბრუნებული სამტრედია თელავს უმასპინძლებს, ხოლო დილა გორში შეხვდება ჩემპიონ დინამო თბილისს.

ტურის დარჩენილი შეხვედრები 26 თებერვალს ჩატარდება.

9 ივნისიდან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში შესვენება დაიწყება, 5 აგვისტოს კი თამაშები განახლდება.

შეგახსენებთ, უმაღლესიდან  წინა სეზონის მერე დაქვეითდნენ ბოლნისის სიონი და თბილისის ლოკომოტივი, ხოლო გადმოვიდნენ ქობულეთის შუქურა და სამტრედია. სხვათა შორის, 2021 წელს დაქვეითდნენ შუქურა და სამტრედია, მაგრამ ერთ სეზონში ისევ ბრუნდებიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

კალენდარი

რაც შეეხება ლიგა 2-ს, აქ სეზონი 28 თებერვალს დაიწყება მარტვილის მერანისა და ხობის კოლხეთის დაპირისპირებით.

პირველი ტური: მერანი მრ - კოლხეთი ხბ, სპაერი - დინამო 2, ლოკომოტივი - სიონი, გარეჯი - მერანი თბ, ვიტ ჯორჯია - კოლხეთი 1913

შეგახსენებთ, ლიგა 2 რუსთავმა დატოვა, ხოლო ქვედა ლიგიდან დაწინაურდნენ დინამო თბილისი-2, ფოთის კოლხეთი 1913 და ხობის კოლხეთი.

სისტემა ორივე ლიგაში იგივე: 4 წრე, 36 ტური... ერთი გუნდი პირდაპირ გავარდება, ხოლო მერვე და მეცხრე ადგილოსნები მომდევნო ლიგის მეორე-მესამე ადგილოსნებთან ითამაშებენ პლეი-ოფს.

და კიდევ, წინა სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სიახლე მოხდა, მატჩებზე დაინერგა ვიდეოგამეორებები (VAR), რაც ამ სეზონშიც გაგრძელდება.