დინამო თბილისი საქართველოს 19-გზის ჩემპიონია!

News

დინამო თბილისი საქართველოს 19-გზის ჩემპიონია!

დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონი გახდა: მეცხრამეტედ ისტორიაში! თბილისელებმა ტიტული დაიბრუნეს, შარშან ხომ დინამო ბათუმი გახდა ჩემპიონი...

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში დინამო თბილისმა გაგრას 2:1 მოუგო და საბოლოოდ, 3 ქულით გაუსწრო ბათუმელებს, რომლებმაც თავის მხრივ ქუთაისის ტორპედოსთან 2:2 ითამაშეს. თუმცა ბათუმელებს მოგებაც ვერ შველოდათ.

გიორგო ჭიაბრიშვილის მიღწევა: 3 სხვადასხვა გუნდით გახდა საქართველოს ჩემპიონი - ზესტაფონი (2012), საბურთალო (2018) და ამჯერად დინამო თბილისი (2022).

დინამო თბილისი პირველად 1990 წელს გახდა ჩემპიონი, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლად გასვლის პირველივე სეზონში. აი, მათი საჩემპიონო სეზონები: 1990, 1991, 1991/92, 1992/93. 1993/94, 1994/95, 1995/96, 1996/97, 1997/98, 1998/99, 2002/03, 2004/05, 2007/08, 2012/13, 2013/14, 2015/16, 2019, 2020, 2022.