დინამო თბილისის ფრე თელავთან

News

დინამო თბილისის ფრე თელავთან

დაიწყო კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 34-ე ტური. ერთი მატჩი გაიმართა: ლიდერმა დინამო თბილისმა შინ 1:1 ითამაშა თელავთან...

დინამო თბ 1:1 თელავი 

დინამო არენაზე თბილისელები დაწინაურდნენ: 21-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა ძლიერი დარტყმით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ანგარიში გათანაბრდა. დინამოელთა მეკარე ლუკა კუტალაძემ თელაველთა შემტევი ლაშა კოხრეიძე წააქცია, დაინიშნა პენალტი და ბექა ქავთარაძემ გაიტანა - 1:1.

მალე, 52-ე წუთზე წუთში დინამოელთა მცველმა ნიკა მალიმ გაიტანა და გოლი მას შემდეგ გაუქმდა, რაც არბიტრმა არსენ ნონიკაშვილმა VAR-ზე გადაამოწმა: მანამდე მასპინძელთა ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი არღვევდა წესებს. VAR-ი მოქმედებდა, ვიდეო მსაჯი გახლდათ ბაკურ ნინუა, ვიდეო მსაჯის ასისტენტი - დავით ახვლედიანი.

თელავი მეშვიდე ადგილზეა, დინამო თბილისი კი 3-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერიბს, თუმცა დინამო ბათუმს ამ ტურში სათამაშო აქვს. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში კი ბათუმელები გახდებიან ჩემპიონები, რადგან ურთიერთშეხვედრებით წინ არიან.