33-ე ტური: ბათუმელებმა თელავში მოიგეს

News

33-ე ტური: ბათუმელებმა თელავში მოიგეს

გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტურის მეორე მატჩი. თელავმა დინამო ბათუმს უმასპინძლა და 0:2 წააგო.

თელავი 0:2 დინამო ბათუმი 

ბათუმელებმა მეორე ტაიმში გატეხეს მასპინძლები. 70-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა საშუალო მანძილიდან დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო 5 წუთში ჯოვინო ფლამარიონმა შორიდან გაიტანა...

სხვათა შორის, ეს ღუდუშაურის პირველი გოლია ბათუმელთა მაისურით, ხოლო ფლამარიონმა მიმდინარე ლიგაში მე-18 ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ლიდერობა გაიმყარა: 5 გოლით უსწრებს სამგურალის ფორვარდ ირაკლი რუხაძეს.

დინამო ბათუმი ამ მომენტისთვის ლიდერია, ერთი ქულით უსწრებს დინამო თბილისს, რომელსაც ამ ტურში სათამაშო აქვს. თელავი კი მეშვიდეზეა.