დილამ საბურთალოს მოუგო

News

დილამ საბურთალოს მოუგო

გაიმართა 24-ე ტურის პირველი მატჩი. გორის დილამ 3:0 მოუგო თბილისის საბურთალოს. ამ ტურამდე ორივე გუნდს ცუდი სერია ჰქონდა, თუმცა დილამ ოდნავ გამოასწორა სიტუაცია.

დილა 3:0 საბურთალო 

გორის დილამ 3:0 მოუგო საბურთალოს. საბოლოოდ, დილამ გატეხა ნავსი და სამი უპასუხო გოლი გაუტანა საბურთალოს. პირველ ტაიმში ალეფ სანტოსმა დაიწყო, მეორე ტაიმში კი რევაზ ჩიტეიშვილმა და თორნიკე კაპანაძემ სოლიდური უპირატესობა მისცეს დილას.

დილამ 5-მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა. გუნდი მეოთხე ადგილზე დარჩა. საბურთალო კი მეექვსეზე გადავიდა.