გაიმართა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-19 ტურის პირველი მატჩი. გორის დილამ შინ 1:1 ითამაშა გაგრასთან, რომელსაც ზედიზედ 6 შეხვედრა ჰქონდა წაგებული...
თენგიზ ბურჯანაძეზე გამართული შეხვედრა 1:1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 48-ე წუთზე მათე ვაწაძემ დააწინაურა გაგრა. ეს ვაწაძის მეექვსე გოლია მიმდინარე სეზონში.
დილამ 88-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში, კერძოდ, ვაგნერ გონსალვესმა გაიტანა. ვაგნერს 8 გოლი მოუგროვდა მიმდინარე ლიგაში.
დილას 6 მატჩია არ წაუგია და ჯერჯერობით, მესამე ადგილზეა. გაგრა კი ბოლოსწინა, მეცხრე საფეხურზეა.