სანაკრებო პერიოდის შემდეგ, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა. მე-17 ტურის ერთი მატჩი გაიმართა...
თელავმა კავკასიონი არენაზე გორის დილას უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა - 0:0.
თელაველებისთვისაც და გორელებისთვისაც ეს მესამე 0:0-ია სეზონში. ისე, ამ გუნდების დაპირისპირება პირველ წრეში 2:1 დამთავრდა დილას სასარგებლოდ.
დილა მეოთხე ადგილზეა 30 ქულით, თელავი კი მეექვსეა და 21 ქულა აქვს.