მე-15 ტური დასრულდა: დილამ და სიონმა სტუმრად მოიგეს

News

მე-15 ტური დასრულდა: დილამ და სიონმა სტუმრად მოიგეს

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-15 ტური. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს. ჯამში 5 გოლი ვიხილეთ..

საბურთალო 0:2 დილა 

საბურთალომ რუსთავში უმასპინძლა დილას და 0:2 წააგო. ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ჯერ კუთხურის მერე შექმნილი არეულობისას თორნიკე ძოწენიძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. ეს მისი პირველი გოლია სეზონში. მეორე ბურთი კი დილას კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ გაიტანა ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით.  

დილას ცუდი სერია ჰქონდა და ამ გამარჯვებით მეოთხე ადგილზე დაბრუნდა. საბურთალო კი მეხუთეზეა.

გაგრა 1:2 სიონი 

გაგრამ თბილისის დინამო არენაზე 1:2 წააგო ბოლნისის სიონთან. პირველი ტაიმის ბოლოს სიონის ნახევარმცველმა ნიკა ხორხელმა შორიდან დარტყმით დააწინაურა თავისი გუნდი, მეორე ტაიმის საწყის წუთებში მათე ვაწაძემ გაათანაბრა (ეს მისი მეხუთე გოლია სეზონში). გადამწყვეტი ბურთი ისევ ნიკა ხორხელმა გაიტანა და უკვე 6 გოლი დაუგროვდა სეზონში.

ნიკამ პირველ წრეშიც დაამწუხრა გაგრა, ოღონდ მაშინ ერთი გოლი მიითვალა. შეხსენებისთვის, სიონმა იმ შეხვედრაში ასევე 2:1 მოიგო.

გაგრა მეშვიდე ადგილზეა, სიონი - მეცხრეზე. მათ შორის სხვაობა 3 ქულაა.