სფფ-ის განცხადება

News

სფფ-ის განცხადება

2022 წლის 3 მაისს, თბილისში, დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის მატჩის მიმდინარეობისას და მატჩის შემდგომ მომხდარი ინციდენტების შესახებ, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა იმსჯელა და მასპინძელ კლუბს ფულად ჯარიმასთან ერთად, 2 მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დააკისრა.

თბილისურმა კლუბმა, გადაწყვეტილების გასაჩივრების მოტივით მიმართა საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალს და მოითხოვა საბოლოო ვერდიქტის გამოტანამდე სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილების დროებით შეჩერება. სპორტულმა ტრიბუნალმა კლუბის მოთხოვნა დააკმაყოფილა. შესაბამისად, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, დინამო თბილისის საშინაო მატჩები მაყურებლის თანდასწრებით გაიმართება.