სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეათე ტურის, ტორპედოს ქუთაისისა და დინამო თბილისის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა. აღნიშნული მატჩი, 2022 წლის 29 აპრილს, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს 2 400 ლარის ოდენობით.(სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 116-ე მუხლისა და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ქუთაისის ტორპედოს ჩაეთვალა ტექნიკური წაგება 0:3 დინამო თბილისის სასარგებლოდ. ქუთაისის ტორპედო მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 93-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 106-ე მუხლის მე-2 პუნქტი, 114-ე მუხლის 1-ლი პუნქტი, 115-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს ფეხბურთელს - გიორგი პაპავას. (ს.ფ.ფ. სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 104-ე მუხლის მე-2 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა თბილისის დინამოს მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის მე-100 მუხლი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი)
ამასთან, ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრათ ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს - ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-4 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);
ასევე, ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას. (სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 98-ე მუხლის მე-9 პუნქტი და 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი);