სფფ-ის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

News

სფფ-ის განცხადება ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება, მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა.