სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება

News

სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილება

სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, სამგურალსა და ბათუმის დინამოს თამაშის მიმდინარეობისას სამგურალის მცველმა დავით მაისაშვილმა განზრახ ტრავმა მიაყენა ბათუმელ ფეხბურთელებს, ვლადიმერ მამუჩაშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს.

მატჩის ვიდეო ჩანაწერის განხილვის შემდეგ საშეჯიბრო განყოფილებამ მიმართა სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტს. ინციდენტის განხილვის შედეგად, კომიტეტის გადაწყვეტილებით, დავით მაისაშვილს ჯარიმის სახით სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა.