ბოლნისის სიონმა სეზონში პირველად მოიგო. ქვემოქართლელებმა 2:1 აჯობეს გაგრას და 4 ქულა დაუგროვდათ (6 მატჩში), ხოლო გაგრა ცხრილის შუაშია 7 ქულით (5 მატჩში). სიონი ნიკა ხორხელის გოლით დაწინაურდა, პირველი ტაიმის ბოლოს გამოცდილმა მათე ვაწაძემ გაათანაბრა, ხოლო 86-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ბოლნისელთა ფლანგელმა გიორგი კორიფაძემ გაიტანა პენალტით - 2:1.
გაგრა 39-ე წუთიდან 10 კაცით თამაშობდა მცველ ვასილ ხოსიტაშვილის გაძევების გამო. მანამდე ხოსიტაშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა.