გორის დილამ დაძაბულ თამაშში 2:1 მოუგო ბოლნისის სიონს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში... საინტერესოა, რომ დილა 39-ე წუთიდან ათი კაცით იყო ალეფ სანტოსის გაძევების გამო, მეორე ტაიმის შუაში კი სიონი ლაშა უგრეხელიძემ დააწინაურა.
თუმცა დილამ ამის მერე მოატრიალა თამაში: თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა, მერე კი მალელმა ჰაჯი დრამემ საქართველოში პირველი გოლი გაიტანა და თანაც გადამწყვეტი - 2:1.
დილა ამ დროისთვის მეორე ადგილზეა 9 ქულით (4 მატჩში), სიონი კი ბოლოდან მეორეზე: 5 შეხვედრაში 1 ქულა აქვს.