ბათუმელები თბილისიდან 3 ქულით წავიდნენ

News

ბათუმელები თბილისიდან 3 ქულით წავიდნენ

ლოკომოტივი 0:2 დინამო ბათუმი

საქართველოს ჩემპიონმა ბათუმის დინამომ თბილისში 2:0 მოუგო ლოკომოტივს. ეს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეხუთე ტურში... გია გეგუჩაძის გუნდი 10 ქულით ამ დროისთვის ლიდერია, თუმცა ტურში სხვა გუნდებს სათამაშო აქვთ. ლოკომოტივი კი 4 მატჩის შემდეგ ჯერ უქულოდაა. 

გოლებს რაც შეეხება, ორივე ტაიმის მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გავიდა. პირველი ნახევრის ბოლოს ირაკლი ბიძინაშვილმა გახსნა ანგარიში და სეზონში თავისი მეოთხე გოლი მიითვალა, ზედ საფინალო სასტვენის წინ კი მილან რადინმა გაიტანა.