4 გოლი და მორიგი ფრე

News

4 გოლი და მორიგი ფრე

გაგრა 2:2 თელავი

ტურის მესამე მატჩი და მესამე ფრე. დინამო არენაზე გაგრამ და თელავმა 2:2 ითამაშეს. ორივეს 7-7 ქულა აქვს, მაგრამ ამ დროისთვის კახეთის გუნდი პოტენციური ლიდერია - ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

გაგრამ სწრაფი გოლი გაიტანა. გამოცდილმა თეიმურაზ შონიამ დააწინაურა თავისიანები, თუმცა ტაიმი თელავმა მოიგო: ჯერ ფირუზ მარაქველიძემ დაამატა ბექა ქურდაძის პენალტიდან მოგერიებულ ბურთს, მერე კი გიორგი კვერნაძემ გაიტანა.

მეორე ტაიმში ერთადერთი გოლი გავიდა: გაგრას კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა პენალტი გამოიყენა და 2:2.