დინამომ თბილისში 3 ქულა მოიპოვა, გაგრამ ლოკომოტივს ვაწაძის დუბლით მოუგო

News

დინამომ თბილისში 3 ქულა მოიპოვა, გაგრამ ლოკომოტივს ვაწაძის დუბლით მოუგო

დინამო თბ 1:0 სიონი

დინამო თბილისიმა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტურის მატჩში, საკუთარ მოედანზე ბოლნისის სიონს უმასპინძლა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით - 1:0 სძლია.

შეხვედრაში ერთადერთი გოლი, კლუბის ბელარუსმა ლეგიონერმა - დიმიტრი ანტილევსკიმ გაიტანა, რომელმაც უსმანე კამარას გადაცემა ზუსტად გამოიყენა და კახაბერ ცხადაძის გუნდს 3 ქულა მოაპოვებინა.

დღევანდელი მოგებით, თბილისის დინამო, ბათუმის დინამოს ქულებით გაუთანაბრდა. ცხრილის ერთ-ერთი ლიდერის - თელავის სამგურალთან მატჩი კი უამინდობის გამო გადაიდო.

ლოკომოტივი 0:2 გაგრა

მორიგი მატჩი დათმო თბილისის ლოკომოტივმა, რომელიც საკუთარ მოედანზე, მიხეილ მესხი 2-ზე წყალტუბოს სამგურალთან დამარცხდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-იდან დაწინაურებულმა გაგრამ, მატჩი კლუბის ახალწვეულის, ვეტერანი ფორვარდის - მათე ვაწაძის დუბლით მოიგო.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა, რევაზ თევდორაძის კარი ჯერ შორეული დარტყმით აიღო, ხოლო შემდეგ სხვაობა ორამდე თავური დარტყმით გაზარდა.