კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 25 თებერვალს დაიწყება

News

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი 25 თებერვალს დაიწყება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი, სტარტს 25 თებერვალს აიღებს. პარასკევს, 19:00 საათზე, მოქმედი ჩემპიონი - ბათუმის დინამო კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონს - ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.

ტურის ცენტრალური მატჩი თბილისში, 21:00 საათზე, დინამო არენაზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს "ქართულ დერბიში" თბილისის დინამო და ქუთაისის ტორპედო დაუპირისპირდებიან.

პირველი ტურის მეორე სათამაშო დღეს, შაბათს, გორის დილა, უმაღლეს დივიზიონში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურებულ გაგრას შეხვდება, ხოლო მიხეილ მესხი 2-ზე დაბრუნებული თბილისის ლოკომოტივი თელავს უმასპინძლებს.

ტურის ბოლო მატჩი, კვირას, მიხეილ მესხზე შედგება - საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი საბურთალო, წყალტუბოს სამგურალს დაუპირისპირდება.