გაგრა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ტორპედომ ადგილის შენარჩუნება შეძლო

News

გაგრა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა, ტორპედომ ადგილის შენარჩუნება შეძლო

სიონი პირველი ადგილით დაწინაურდა

ბოლნისის „სიონი“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა. „სიონმაკრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში ჩატარებული 36 მატჩიდან 26 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 7 წააგო, 74 გოლი გაიტანა და 36 გაუშვა. ბოლნისელებმა 81 ქულა დააგროვეს და პირველი ადგილი დაიკავეს, რის წყალობით ზედა ლიგაში აღზევების უფლება ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოიპოვეს.

ბოლნისელებმა, სეზონი 54 წლის გამოცდილი სპეციალისტის - ვარლამ კილასონიას თავკაცობით დაიწყეს, რომელიც გუნდს 2020 წლის აგვისტოდან უძღვებოდა. თუმცა, მან თანამდებობა ივნისში დატოვა და „სიონის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი დარასელია დანიშნეს.

შუა სეზონში, გუნდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა - სანდრო კობახიძემ დატოვა, რომელიც საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

„სიონის“ საუკეთესო ბომბარდირი, შემტევი ნახევარმცველი დათა სიჭინავა გახდა, რომელმაც 20 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა. ამდენივე გოლი ჩაიწერა თავის ანგარიშზე საგარეჯოს „გარეჯის“ ფორვარდმა ხარებაშვილმა. ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირები 23-23 გოლით „გაგრას“ ფორვარდი თამაზ მაქაცარია და მარტვილის „მერანის“ მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა გახდნენ.

გაგრა 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

„გაგრა“ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული ფეხბურთის ელიტაში დაბრუნდა. გაგრელებმა 75 ქულით კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში რეგულარული სეზონი მე-2 ადგილზე დაასრულეს - 22 თამაში მოიგეს, 9 ფრედ დაამთავრეს, 5 წააგეს, 74 გოლი გაიტანეს და 27 გაუშვეს, ხოლო პლეი-ოფში ქობულეთის „შუქურას“ შეხვდნენ.

პირველი მატჩი ქობულეთში „ჩელე არენაზე“ ჩატარდა და მიუხედავად იმისა, რომ „გაგრას“ 2 ყვითელი ბარათის მიღების გამო მე-20 წუთზე ლაშა თოთაძე გაუძევეს, მასპინძლებმა მეტოქის კარის აღება ვერ შეძლეს. საპასუხო შეხვედრაში, რომელიც თბილისის ზღვაზე მდებარე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ბაზაზე შედგა, გაგრამ თამაზ მაქაცარიას გატანილი ერთადერთი გოლით გამარჯვების მოპოვება შეძლო.
25 წლის თავდამსხმელმა, რომელიც „გაგრაში“ მეორე წელია გამოდის, რეგულარულ სეზონში 23 გოლი (1 პენალტიდან) გაიტანა და 8 საგოლე პასი გააკეთა.

„გაგრამ“ არსებობის ისტორიაში უმაღლეს დივიზიონში ასპარეზობის უფლება მესამედ მოიპოვა. პირველად ეს 2008 წელს შეძლეს, ხოლო 2010 წელს დაქვეითების შემდეგ, გაგრელები 2011 წელს ელიტაში ისევ დაბრუნდნენ, სადაც მხოლოდ ერთი სეზონი გაატარეს და მორიგი წარმატებას 10 წელიწადი ელოდნენ.

გაგრა 1:0 შუქურა

12333

ემოციური მატჩი რამაზ შენგელიაზე

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო ქუთაისის "ტორპედომ", რომელმაც ახლად დანიშნული გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 2-მატჩიან დაპირისპირებაში მარტვილის "მერანის" დამარცხება შეძლო.

პირველი მატჩი მარტვილში, მასპინძელთა გამარჯვებით - 2:0 დასრულდა, ხოლო ქუთაისში საპასუხო შეხვედრა, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, "ტორპედომ" სასურველი ანგარიშით - 3:0 მოიგო და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა.

შეხვედრაში ანგარიში მათე ცინცაძემ, 65-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნა, სხვაობა ორამდე ალეკ მუდიმუმ გაზარდა, ხოლო საბოლოო ანგარიში პირველი დამატებითი ტაიმის 102-ე წუთზე გიორგი ახვლედიანმა დააფიქსირა.

ტორპედო ქუთაისი 3:0 მერანი მარტვილი

123