ქართული კლუბები კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობენ

News

ქართული კლუბები კონფერენს ლიგაზე ასპარეზობას განაგრძობენ

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით ორი გუნდი, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი, აგრძელებს ასპარეზობას. კონფერენციის ლიგაზე მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩები თბილისურმა და ბათუმურმა კლუბებმა საკუთარ მოედანზე გამართეს.

დინამო თბილისი 1:2 მაქაბი ჰაიფა

დინამო არენაზე გამართული შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, კახა ცხადაძის გუნდმა მეტოქის კართან რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნა, თუმცა გატანა მხოლოდ ერთხელ მოახერხა. ანგარიში მე-8 წუთზე მაქაბიმ გახსნა, ჰაიფელები ატცილიმ დააწინაურა. დინამოელებმა მეტად მოიდომეს, მაგრამ სტუმრები საიმედოდ იცავდნენ თავს. მეორე ტაიმში, მაქაბიმ კიდევ ერთხელ ისარგებლა დაცვის შეცდომით და 66-ე წუთზე დავიდმა ჰაიფელებს ორბურთიანი უპირატესობა მოუპოვა. შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ და მორჩილაძემ, დინამოელთა შეტევებს სიმწვავე შესძინეს. 89-ე წუთზე დინამოელთა მხრიდან ერთ-ერთმა გამორჩეულმა გიორგი პაპავამ, ერთი გოლი გაქვითა და დინამო თბილისს საპასუხო მატჩის წინ შანსი შეუნარჩუნა.

დინამო ბათუმი 0:1 ბატე

ბათუმის დინამომ მატჩი აქტიურად დაიწყო, გია გეგუჩაძის გუნდს საწყის 45 წუთში, ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ შესვენებამდე ბორისოველებსაც ორი გამორჩეული მომენტი ჰქონდათ. მეორე ტაიმში ბათუმელებმა მეტოქეს უფრო აქტიურად შეუტიეს, ბატემ კი საკუთარი თამაში კონტრშეტევაზე გადააწყო თამაში. შეხვედრის ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე გავიდა, ბორისოველთა კონტრიერიშისას, ბათუმელთა კარის ძელიდან ასხლეტილ ბურთი, ნეხაიჩიკმა ცარიელ კარში გადაგზავნა.

კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებს, ორივე ქართული გუნდი, 29 ივლისს სტუმრად გამათავს. თბილისელებსა და ბათუმელებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად მეტოქის ორბურთიანი სხვაობით დამარცხება სჭირდებათ. ასეთ შემთხვევაში, დინამო თბილისი, ფარერების ტორშავნსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს შორის გამარჯვებულს შეხვდება. დინამო ბათუმი კი, მოლდოვურ პეტროკუბსა და თურქულ სივასპოსფორს შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

© ფოტო - დინამო თბილისი