საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

News

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 21-ე ტურის მატჩის "თელავი" - "სამგურალის" დაწყებამდე ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. თელავური კლუბის ერთგული გულშემატკივარი მალხაზ მამალაშვილი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გარდაცვლილს პირველადი სამედიცინო დახმარება სტადიონზე მყოფმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გაუწია, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

​საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტი გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და საფეხბურთო კლუბ "თელავს".