კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში, ბათუმის დინამომ სამტრედიას უმასპინძლა და აუტსაიდერთან სამი ქულა მარტივად მოიპოვა.
გია გეგუჩაძის შეგირდებმა დაპირისპირებაში ანგარიში მატჩის დებიუტშივე თერთმეტმეტრიანი დარტყმით გახსნეს. მე-11 წუთზე პენალტი ზუსტად გიორგი ნიქაბაძემ შეასრულა და დინამო დააწინაურა. ბათუმელების სათამაშო უპირატესობას პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ერთი ლოგიკური გოლი მოჰყვა. მატჩის 45-ე წუთზე გოგი კულუას კარი გიორგი ფანცულაიამ აიღო.
შეხვედროს მეორე ნახევარში თამაშის ტემპმა საგრძნობლად იკლო. სახიფათო მომენტების შექმნის მცდელობები საგოლე სიტუაციამდე არ მისულა. ბათუმის დინამომ მიმდინარე სეზონში მესამე შეხევდრა მოიგო, სამტრედიამ კი ოთხი მცდელობიდან ოთხივე წააგო.
4 ტურის შემდეგ ბათუმის დინამო 10 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. სამტრედია კი უქულოდ ბოლო ადგილზეა.