- საბურთალო 2:0 ლოკომოტივი
- საბურთალომ პირველი სამი ქულა მოიპოვა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის ბოლო შეხვედრა, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე საბურთალოსა და ლოკომოტივს შორის გაიმართა.
დედაქალაქური დერბი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. ლევან კორღალიძის გუნდმა ანგარიში პირველი ნახევრის მიწურულს კლუბის ახალწვეულის, გიორგი ჯგერენაიას მიერ გატანილი გოლით გახსნა.
მიუხედავად გაშვებული გოლისა, შეხვედრის მეორე ნახევარი ლოკომოტიველთა აქტიურობით არ გამოირჩეოდა. ამ მოცემულობით თამაშის მიწურულს ისევ მასპინძლებმა ისარგებლეს და 90-ე წუთზე საბურთალოს უპირატესობა ორამდე გაიზარდეს. ამჯერად გიორგი მამარდაშვილის კარი შეცვლაზე შესულმა გიორგი გოჩოლეიშვილმა აიღო.
საბურთალო ერთადერთი გუნდია, რომელმაც კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველ ტურში 2 გოლის გატანა მოახერხა.
გასული სეზონის გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები გადაეცათ
გასულ წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება, პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, შეცვლილი ფორმატით - ონლაინ რეჟიმში გაიმართა. სწორედ ამიტომ, გამარჯვებულებს პრიზები ახალი სეზონის წინ გადაეცათ.
⚽ 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი - გიორგი ჭიაბრიშვილი (ლოკომოტივი)
⚽ 2020 წლის სეზონის საუკეთესო მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი)
⚽ 2020 წლის სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი: ბექა დარცმელია (ლოკომოტივი)
⚽ 2020 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი: ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი)
⚽ 2020 წლის ეროვნული ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი - თომა ტაბატაძე (რუსთავი - 13 გოლი)