კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ

News

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდები სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ. ლიგაში ახლად დაწინაურებულმა წყალტუბოს სამგურალმა, ამხანაგური მატჩების პარალელურად, კლინიკა 'ლჯ'-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

იმერულმა გუნდმა, საკონტროლო მატჩი, გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონთან - ქობულეთის შუქურასთან ჩაატარა და შეხვედრა წყალტუბოელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გუნდების ნაწილი, მზადებას სამშობლოში განაგრძობს, ნაწილი კი შეკრებას თურქეთში გადის. 2 თებერვალს, ბელეკში, თურქულ შეკრებას დაიწყებს თბილისის ლოკომოტივიც, სადაც გუნდს 2 კვირიანი მოსამზადებელი პროცესი აქვს დაგეგმილი.