თბილისის დინამოს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

News

თბილისის დინამოს გიორგი ნემსაძე გაწვრთნის

  • დინამომ გიორგი ნემსაძე წარადგინა
  • ჩისკო მუნიოსი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფში განაგრძობს

10 დეკემბერს ზედიზედ მეორედ მოგებული საჩემპიონო ტიტულის შემდეგ, დინამო თბილისის ყოფილმა მწვრთნელმა, ესპანელმა - ჩისკო მუნიოსმა გუნდი დატოვა და კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბში - უოტფორდში განაგრძობს.

დღეს დინამო არენას საპრესკონფერენციო დარბაზში, კლუბის დირექტორმა - ზაზა დოლიძემ მთავარი მწვრთნელის პოსტზე, დინამოს და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი - გიორგი ნემსაძე წარადგინა, რომელიც გასულ სეზონში გორის დილას წვრთნიდა.

გიორგი ნემსაძე თბილისის დინამოში 1989-91, 1993-95, 2000 და 2004-05 წლებში თამაშობდა. მისი კარიერის ბოლო სეზონში, გუნდთან ერთად 2004 წელს უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპი ეტაპის დაძლევა შეძლო და ისტორიაში პირველად ქართლი გუნდი ევრო ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა.