ტორპედომ ადგილი შეინარჩუნა, სამგურალი 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურდა

News

ტორპედომ ადგილი შეინარჩუნა, სამგურალი 18-წლიანი პაუზის შემდეგ დაწინაურდა

18-წლიანი პაუზის შემდეგ წყალტუბოს სამგურალი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა. წყალტუბოელებმა იმერულ 2 მატჩიან დერბიში, საჩხერის ჩიხურა დაამარცხეს და დაწინაურდნენ.

პირველი შეხვედრა უჩა სოსიაშვილის გუნდმა მესხი 2-ზე 2:0 მოიგო, ხოლო 26 მაისის სახელობის მოედანზე მატჩი 1:0 დასრულდა, შეხვედრაში ერთადერთი გოლი სერგო კუხიანიძემ 87-ე წუთზე გაიტანა.

ქუთაისის ტორპედომ პლეი-აუტში გაგრას სძლია - ვლადიმერ ხაჩიძის გუნდმა, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:1 დაამარცხა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო.