პირველად ისტორიაში - ჩემპიონატის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება

News

პირველად ისტორიაში - ჩემპიონატის მატჩს ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება

პირველად საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩს - ქალთა სამსაჯო ბრიგადა მოემსახურება.

საბურთალოსა და სამტრედიას შორის მიმდინარე, 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩის მთავარი არბიტრი - ხათუნა მაისურაძე იქნება, მას ასისტენტობას ქეთევან გაიპარაშვილი და სოფო რიჟამაძე გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯის ფუნქციას ვიკა სახურია შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ სოფო რიჟმაძე და ვიკა სახურია, სამსაჯო საქმიანობას 2016 წელს, სფფ-ის მიერ დაწყებული პროექტის - 'მსაჯთა აკადემიის' მეშვეობით დაუკავშირდნენ, სადაც სრული სასწავლო კურსი გაიარეს. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას უერთდება

#ერთადძალადობისწინააღმდეგ

კრისტალბეთ ეროვნული ლიგა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16 დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.

კამპანია მიზნად ისახავს ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ამ საკითხის მიმართ მგრძნობელობის გაზრდას. ასევე, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, ყველა უნდა გავერთიანდეთ. ლიგაში მოასპარეზე ყველა გუნდის სახელით, ვგმობთ ყოველგვარ ჩაგვრას და საზოგადოებას აღნიშნული პრობლემის მიმართ შეურიგებლობისკენ მოვუწოდებთ.