გარეჯი მე-3 ლიგის ჩემპიონი გახდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურდა

News

გარეჯი მე-3 ლიგის ჩემპიონი გახდა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში დაწინაურდა

  • გარეჯმა ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე გაიფორმა
  • კოლხეთი 1913 პლეი-ოფს ითამაშებს, ხოლო მეორე გუნდის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვევა

დღეს, ლიგა 3-ის მე-17 ტურის მატჩში, კოლხურ დერბიში, ხობის კოლხეთმა ფოთის კოლხეთი 1913 დაამარცხა. შეხვედრის ბედი, გიორგი ჭედიას მიერ გატანილი დუბლით გადაწყდა - 2:0.

შედეგად, საგარეჯოს გარეჯი, რომელსაც 43 ქულა აქვს, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა და მე-3 ლიგის ჩემპიონი ერთი ტურით ადრე გახდა. ბოლო ტურის მატჩს კახელები სახლში, დღევანდელი გამარჯვებული - ხობის კოლხეთის წინააღმდეგ ჩაატარებენ.