სამტრედიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა!

News

სამტრედიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და გასავარდნი ზონა დატოვა!

სამტრედია 2:0 მერანი

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დღეს მე-15 ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა.სამტრედიამ საკუთარ მოედანზე მერანს უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა. სასიცოცხლოდ  მნიშვნელოვანი სამი ქულის საკითხი მასპინძლებმა  პირველივე ტაიმში გადაჭრეს. ანგარიში გიორგი მიქაძის გუნდმა მატჩის მე-4 წუთზე სტრაჰინია პავიშიჩის მიერ გატანილი გოლით გახსნა.

მე-20 წუთზე სამტრედიამ სათამაშოსთან  ერთად  რიცხობრივი უპირატესობაც მიიღო. შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მოედნიდან კახაბერ კაკაშვილი გააძევა და სტუმრები 10 კაცის შემადგენლობით დატოვა. 29-ე წუთზე მერანის კარში კიდევ ერთი გოლი გავიდა.სამუელ ინკუმმა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი შეაგდო და თავისის გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. თამაშის დარჩენილ დროში მასპინძლებს კიდევ ჰქონდაც სახიფათო მომენტები, თუმცა რეალიზება ვერ შეძლეს და საბოლოოდ მატჩი 2:0 დასრულდა.

ამ გამარჯვებით სამტრედიამ 19 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-7ადგილზე გადაინაცვლა. 6 ქულა აქვს მერანს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.