საბურთალოს პირველი ქულა ბოლო სამ თამაშში

News

საბურთალოს პირველი ქულა ბოლო სამ თამაშში

  • თელავი 1:1 საბურთალო
  • საბრძოლო ფრე და სამი გაძევება თელავში

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში თელავმა საკუთარ მოედანზე საბურთალო მიიღო. მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო და უკვე მე-8 წუთზე საბურთალო თედორე გრიგალაშვილის მიერ გატანილი გოლით დაწინაურდა. გაშვებული გოლის შემდეგ თელაველებმა შეუტიეს და მე-16 წუთზე წონასწორობა ირაკლი რუხაძემ თავურით აღადგინა. შეხვედრის სტარტი იძლეოდა იმის ფიქრის საფუძველს, რომ თამაში უხვგოლიანი იქნებოდა, თუმცა გოლის გატანა გუნდებმა ვერ შეძლეს იმის მიუხედავად, რომ ორივე კართან შეიქმნა რეალური საგოლე მომენტები.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე სამი ქულა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო როგორც თელავისთვის, ისე საბურთალოსთვის. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის მიწურულს დაძაბულობამ იმატა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი, როცა თელავი უხეშობისთვის დასჯილი მიხეილ ბაშელეიშვილის გარეშე დარჩა, თამაშის განსაახლებლად ბურთისთვის დავას საბოლოოდ კიდევ ორი ყვითელი ბარათი და ლაზარე კუპატაძისა და ირაკლი რუხაძის გაძევება მოჰყვა.

14 ტურის შემდეგ  თელავს 16 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება. 21 ქულა დააგროვა საბურთალომ და ამ მაჩვენებლით ლევან კორღალიძის გუნდი მე-4 პოზიციაზეა.

ფოტო: ს.კ საბურთალო