დილას ფრე თბილისში - მერანმა გორელებთან ქულის მოპოვება შეძლო

News

დილას ფრე თბილისში - მერანმა გორელებთან ქულის მოპოვება შეძლო

  • მერანი 0:0 დილა
  • გორის დილა მესამე ადგილზე რჩება, მერანი კი ერთი საფეხურით დაწინაურდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის დაპირისპირება, გორის დილასა თბილისის მერანს შორის უგოლოდ დასრულდა. გორელებმა, რომლებიც წყვილის გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნეოდნენ, არსებული უპირატესობის მიუხედავად მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს.

ბურთი მატჩის მიწურულს კი აღმოჩნდა მასპინძელთა კარში, თუმცა შეტევაში დაფიქსირებული ჯარიმის გამო გოლი არ ჩაითვალა.

მნიშვნელოვანი გამოდგა დღეს მოპოვებული ქულა მერანისთვის. ამ ქულის წყალობით მასპინძლებმა ჩიხურას მსგავსად 6 ქულა დააგროვეს და ბურთების უკეთესი სხვაობით გათამაშების ცხრილში მე-10 ადგილიდან მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლეს.