- ჩიხურა 0:1 სამტრედია
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტური ჩიხურასა და სამტრედიის დაპირისპირებით გაიხსნა
გიორგი მიქაძის გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა სტუმრად ჩიხურასთამ მოიპოვა. მთელი მატჩის განმავლობაში ორივე გუნდს მრავლად ჰქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ გატანამდე საქმე არ მისულა.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი თამაშის მიწურულს თერთმეტმეტრიანი დარტყმით გავიდა. ლუკა იმნაძის მიმართ წესების დარღვევის გამო დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა ლაშა თოთაძემ და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
14 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურას 6 ქულა რჩება და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს. სამტრედიამ კი 16 ქულით მე-6 პოზიციაზე აინაცვლა.