- ჩიხურა 2:2 ტორპედო
- კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბოლო მატჩი უხვგოლიანი გამოდგა.
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის აუტსაიდერმა, საჩხერის ჩიხურამ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვების კარგი შანსი ხელიდან გაუშა. ვახტანგ თურმანიძის გუნდმა ქუთაისის ტორპედოსთან გამართული დაპირისპირება ძალიან კარგად დაიწყო. საჩხერელებმა იმერულ დერბიში ანგარიში მე-5 წუთზე კახა კახაბრიშილის მიერ გატანილი გოლით გახსნეს. 22-ე წუთზე კი ლუკა კიკაბიძემ სხვაობა ორამდეც გაზარდა. ანგარიშში არსებული უპირატესობა პირდაპირპროპორციული იყო მოედანზე არსებულ სათამაშო ვითარებასთან. მასპინძლებმა გოლების გარდა კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, რომელთა რეალიზებაც ვერ მოახერხეს.
36-ე წუთზე ტორპედომ გიორგი ფანცულაიას გოლით ანგარიშში სხვაობა შეამცირა და თამაშიც თვისობრივად შეიცვალა. გატანილი გოლით მოტივირებულმა ქუთაისელებმა საჩხერელთა კარი ერთხელ მაც აიღეს - პირველი ტაიმის მიწურულს ვიტალი პონომარმა ანგარიში გაათანაბრა.
შეხვედრის მეორე ნახვარში ანგარიში აღარ შეცვლილა. ორივე გუნდმა ფრთხილი ტაქტიკა აირჩია. თამაშის ბოლოს უფრო მეტად მასპინძლები გააქტიურდნენ. ბოლო წუთებზე ჩიხურამ ზედიზედ რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა.
მე-12 ტურის შემდეგ საჩხერის ჩიხურამ 6 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მე-9 ადგილზეა.13 ქულა აქვს ქუთაისის ტორპედოს, რომელიც მე-7 პოზიციას იკავებს.