ბათუმის დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება - თელავმა სამი გოლი პირველად გაუშვა

News

ბათუმის დინამოს დამაჯერებელი გამარჯვება - თელავმა სამი გოლი პირველად გაუშვა

  • თელავი 1:3 ბათუმის დინამო
  • ბათუმის დინამო 23 ქულით ლიდერობს

ორკვირიანი პაუზის შემდეგ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გათამაშება მე-12 ტურის მატჩით განახლდა, რომელშიც ერთმანეთს თელავი და ბათუმის დინამო დაუპირისპირდნენ. მშრალი პირველი ნახევარისგან რადიკალურად განსხვავებული იყო შეხვედრის მეორე ტაიმი, რომელიც უხვგოლიანი გამოდგა.

მასპინძლებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. 49-ე წუთზე მიხეილ ბაშელეიშვილმა თელავი დააწინაურა, მაგრამ ბათუმელებმა მოკლე დროში ანგარიშის გათანაბრებაც შეძლეს და თამაშის მიწურულს დაწინაურებაც. 59-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ წონასწორობა აღადგინა. 81-ე წუთზე კი ობოაბონამ სტუმრები წინ გაიყვანა. 4 წუთში თელაველთა კარი ჯამბულ ჯიღაურმაც აიღო და საბოლოო წერტილი დასვა.

12 ტურის შემდეგ თელავს 14 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-6 ადგილზეა. დღევანდელი მოგებით გია გეგუჩაძის გუნდის ქულათა მარაგი 23-მდე გაიზარდა და ამ მაჩვენებლით გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობენ.