ლოკომ მოსკოვის დინამო დაამარცხა, თბილისის დინამომ უელსში მოიგო!

News

ლოკომ მოსკოვის დინამო დაამარცხა, თბილისის დინამომ უელსში მოიგო!

  • თბილისის ლოკომოტივი 2:1 მოსკოვის დინამო
  • გოლები ირაკლი სიხარულიძემ და მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს

თბილისის ლოკომოტივმა რუმინული კრაიოვას შემდეგ, ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩში, რუსული ფეხბურთის გრანდს - მოსკოვის დინამოს უმასპინძლა და მეტოქე თბილისში - 2:0 დაამარცხა.

მესხი 2-ზე ანგარიში ლოკოს ერთ-ერთმა ლიდერმა - ირაკლი სიხარულიძემ გაიტანა, რომელმაც ანტონ შუნინის კარი 54-ე წუთზე აიღო. თბილისელთა მეორე გოლი თეიმურაზ შონიას მიერ დაწყებულ შეტევას მოჰყვა, შონიას დარტყმა შუნინმა მოიგერია, თუმცა დამატებაზე მამია გავშელიშვლმა ზუსტად ითამაშა.

მეორე ტაიმის მიწურულს, ლოკოს მეკარემ - გიორგი მამარდაშვილმა საოცარი ბურთის მოგერიება შეძლო. 88-ე წუთზე კი ირაკლი სიხარულძეს მოსკოველთა კარის აღება მეორედ შეეძლო.

მოსკოვის დინამომ ერთი ბურთის გაქვითვა 89-ე წუთზე შეძლო, როდესაც ნიკოლაი კომლიჩენკომ ლოკოს კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა.

შემდეგ ეტაპზე თბილისის ლოკომოტივის მეტოქე ესპანური გრანადა იქნება, რომელმაც ლა ლიგის გასული სეზონი მე-7-ე პოზიციაზე დაასრულა.

  • ქონას ქი ნომადსი 0:1 დინამო თბილისი
  • მატჩის მიწურულს გიორგი გაბედავამ დინამო პენალტით დააწინაურა

თბილისის დინამომ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის მატჩი რექსემში ითამაშა, სადაც უელსური ქონას ქი ნომადსი გიორგი გაბედავას მიერ ბოლო წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით მოიგო.

შეგახსენებთ, რომ თბილისურ გუნდს აგვისტოდან მოყოლებული ჩისკო ხელმძღვანელობს - ესპანელი მწვრთნელი და ბოლო დეკადის დინამოს ერთ-ერთი სიმბოლო, რომელიც გუნდს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონშიც ხელმძღვანელობდა.