- მერანთან მატჩამდე ჯაბა ჯიღაურს სპეციალური პრიზი გადაეცა
- ბათუმელთა 28 წლის შემტევი პირველი წრის საუკეთესო მოთამაშე გახდა
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად, ბათუმის დინამოს ჯაბა ჯიღაური დასახელდა.
28 წლის შემტევს, თბილისში, მერანთან მატჩის დაწყებამდე, სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.
დინამო თბილისის, ჩიხურას და გრენობლის ყოფილი მოთამაშე, ბათუმელებმა 2019 წლის ზაფხულში დაიმატეს და მას შემდეგ ჯიღაურს კრისტალებეთ ეროვნულ ლიგაში კლუბის მაისურით 11 გოლი აქვს გატანილი.