ბათუმის დინამო სეზონში პირველად გალიდერდა!

News

ბათუმის დინამო სეზონში პირველად გალიდერდა!

  • მერანი 1:2 ბათუმის დინამო
  • 10 ტურის შემდეგ ბათუმის დინამო გათამაშების ლიდერია
  • ჯაბა ჯიღაური პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე ტურის მორიგი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მერანსა და ბათუმის დინამოს შორის გაიმართა.

გია გეგუჩაძის გუნდს, პირველ ადგილზე დასამკვიდრებლად სამი ქულის მოპოვება სჭირდებოდა. პირველ ტაიმში სტუმრებს მეტოქემ გოლის გატანის საშუალება არ მისცა, მაგრამ მეორე ნახევარში დინამომ ორი გოლის გატანა შეძლო.

შეხვედრის 51-ე წუთზე სადებიუტო გოლი ბრაზილიელმა რეინალდუმ გაიტანა, ხოლო სამ წუთში ორამდე უპირატესობა გიორგი ნიქაბაძემ გაზარდა. დარჩენილ დროში მაქსიმუმი რაც მერანმა მოახერხა ერთი ბურთის გაქვითვა იყო. მასპინძელთა რიგებში გატანილი გოლით თავი გიორგი გოგოლაშვილმა გამოიჩინა. 

10 ტურის შემდეგ ბათუმის დინამოს 20 ქულა დაუგროვდა და გათამაშების ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს. მერანი კი 4 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

? კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელად ბათუმის დინამოს ჯაბა ჯიღაური დასახელდა, რომელსაც თამაშის დაწყებამდე სპეციალური პრიზი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გადასცა.